ზამთრის ცივ ამინდში მზე თქვენს თეფშებზე :)

1.jpg

უმარტივესი და უგემრიელესი, ტაფაზე უცხიმოდ გამომცხვარი ჯანსაღი ოლადები/ფენქეიქები 🙂

  • მაწონი (კეფირი, არაჟანი) — 200 გრ
  • კვერცხი — 2 ცალი
  • შაქარი — 30 გრ
  • სოდა — 5 გრ
  • ფქვილი — რამდენსაც შეიზელს (თხელი არაჟნის კონსისტენციამდე)

ჩაყარეთ, მოურიეთ, გამოაცხვეთ და გემრიელად მიირთვით თაფლით, მურაბით, არაჟნით 🙂

p.s.  100 გრ შეიცავს 160 კკალორიას

 

 

Реклама

ხორცის სალათი (უგემრიელესი, სასარგებლო და დაბალკალორიული)

img_7971

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გთავაზობთ ხორცის ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათის რეცეპტს 🙂

პ.ს.  «რადგან სიმსუქნე ასე ნავარდობს»  გადავწყვიტე ყველა კერძის თუ დესერტის რეცეპტებთან ერთად მათი კალორიულობაც დავთვალო და გაგიზიაროთ. მაშ ასე,

მასალად საჭიროა:

  • საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი — 450 გრ
  • ხახვი — 100 გრ
  • სტაფილო მოხარშული — 300 გრ
  • მაიონეზი (დაბალკალორიული) — 200 გრ (მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი)
  • მარილი — გემოვნებით
  • შავი პილპილი — გემოვნებით

მომზადების წესი:

წვრილად დაკეპილ ან ბლენდერში მსხვილად «გაწეწილ» ხორცს დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილ კუბებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო, მაიონეზი, მარილი და პილპილი და კარგად ამოვურიოთ!    სულ ესაა 😉

ამ სალათის 100 გრ მხოლოდ 115 კალორიას შეიცავს!

გემრიელად მიირთვით!

როცა «ვარდები არ არიან», მაგრამ «გევარდებათ» :)

3

ნოემბრის სუსხიან საღამოსაც კი აი, ასეთი მაისი შეგიძლიათ მოუწყოთ საყვარელ ადამიანებს 😉 მასალად კი მხოლოდ მზა ფენოვანი ცომი და 1-2 ვაშლი დაგჭირდებათ.

1

ვიწრო ზოლებად დაჭრილ ფენოვან ცომზე დავალაგოთ სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი, ძირი შემოვუკეცოთ და დავახვიოთ. (ვაშლის ნაჭრები შეგიძლიათ ცალკე თეფშზე შაქარსა და დარიჩინში ამოავლოთ, პროპორციით 1:1 და მხოლოდ ამის შემდეგ გაახვიოთ ცომში).

2

მიღებული «ვარდები» შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაბალ ცეცხლზე და ვაცხოთ, სანამ არ შევარდისფრდება.

4

თუ სახლში მომჟავო ჯიშის ვაშლი გაქვთ, გამომცხვარ ვარდებს შაქრის პუდრა მოაყარეთ 😉

გემრიელ საღამოს გისურვებთ :*

უგემრიელესი წასახემსებელი 2 წუთში, მხოლოდ 2 ინგრედიენტით

3

კურორტზე ხარ და მოგბეზრდა ნატურალური პროდუქტები (ასეც ხდება) 🙂 რამე ხრაშუნა და დაბრაწული მოგინდა? მაშინ ეს უმარტივესი რეცეპტი სწორედ შენთვისაა. ის არ მოითხოვს ცხობა-გაფორმების განსაკუთრებული უნარჩვევების ცოდნას და არც მიქსერ-ბლენდერ-ჩოფერ-ტოსტერ-აეროგრილ-მიკროტალღურს საჭიროებს. 🙂 მასალად მხოლოდ გემრიელი ყველი და უსაფუარო ლავაში (ე.წ. სომხური ლავაში) დაგჭირდებათ. რაოდენობის მითითებას აზრი არ აქვს, აქ ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და მადაზეა დამოკიდებული 🙂

მომზადება: 

ყველი გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე. ლავაში დაჭერით სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად. დააყარეთ გახეხილი ყველი და შეახვიეთ ისე, რომ ყველი არ გადმოიყაროს.

1

შეწვით ყველა მხრიდან გახურებულ ტაფაზე თქვენთვის სასურველ ცხიმში.

2

გულსართი შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გაამრავალფეროვნოთ, თუმცა მერწმუნეთ, ასეც უგემრიელესია ცივიც და ცხელიც.

ოჯახს მიართვით არაჟნის სოუსთან ან ცივ მაწონთან ერთად 😉

4

ალუბლის ნამცხვარი

a4

ალუბლის ნამცხვრის ალბათ უამრავი რეცეპტი არსებობს. საახლობლო წრეში არ მეგულება ადამიანი, ვინც ამ ტკბილ-მჟავე დესერტის მიმართ გულგრილია. უფრო მეტიც, მამაკაცები მასზე გიჟდებიან 😉 ასე რომ, თუ გსურთ საყვარელი მამაკაცის გული მოინადიროთ ან უბრალოდ ოჯხის წევრებისგან  კომპლიმენტი დაიმსახუროთ, აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი! (ინტერნეტში მოძიებული, მცირედი ცვლილებებით) 🙂

მაშ ასე, მასალად საჭიროა:

ცომისთვის

  • 200 გრ მარგარინი
  • 1 ჩ/ჭ შაქარი
  • 1 ჩ/ჭ არაჟანი
  • 2-3 ჩ/ჭ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა

გულსართისთვის

  • 1 კვერცხი
  • 400 გრ არაჟანი
  • 1/2 ჩ.ჭ შაქარი
  • 700 გრ უკურკო ალუბალი

მომზადება: ოთახის ტემპერატურის მარგარინი კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და სოდა. ცალკე ჯამში 2 კვერცხი და შაქარი მიქსერით ვთქვიფოთ შაქრის სრულ გადნობამდე. შემდეგ დავამატოთ არაჟანი, მოვურიოთ და შევურიოთ ფქვილიან მარგარინიან მასას.

n1n2

კარგად მოვურიოთ. ცომი უნდა იყოს თხელი და ნაზი. უნდა ეკვროდეს კოვზს. ჰაერღუმელის საცხობ ტაფაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. ვინაიდან ცომი ძალიან ნაზია და კიდეებს ვერ გავუკეთებთ, ალუბლები შემოვუწყოთ ნაპირიდან დაახლოებით ერთი-ორი სმ-ის მანძილზე.

n3n4

ამის შემდეგ ავიღოთ დარჩენილი ალუბალი და განვათავსოთ ცომზე ჩვენი სურვილის, გემოვნებისა და ფანტაზიის გათვალისწინებით 🙂 მე საცხობი ფორმის 1/3-ზე უფრო მეტი ალუბალი დავალაგე, ვიდრე დანარჩენ 2/3-ზე, მაინტერესებდა რომელი მხარე აჯობებდა, თუმცა ორივე მხარე იმდენად მაგარი აღმოჩნდა, რომ ალბათ ყოველთვის ასე გამოვაცხობ 😀

n5

არაჟნის სოუსი:

კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ არაჟანი, მოვურიოთ და მოვასხათ ცომს (ეცადეთ არ გასცდეთ ალუბლის «ღობეს»)

n6

შევდგათ ზომიერად გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით ერთი საათი დაბალ ცეცხლზე. ზემოდან არ უნდა დაიბრაწოს. ხშირად დახედეთ, თავადაც მიხვდებით 😉

სულ ეს იყო! ყველაზე რთული ღუმელის გამორთვიდან ნამცხვრის სრულ გაცივებამდე ლოდინია 😉

a

ეს ნამცხვრის ჩვეულებრივი ნაჭერებია

a1

ეს კი, ალუბლებით დახუნძლული მხარე 🙂

a4

მარწყვი ნაღებში კარამელით

01

ეს უგემრიელესი დესერტი ჩემი დღევანდელი ფანტაზიის ნაყოფია 🙂 სამწუხაროდ, არც დაბალკალორიულია და არც 15 წუთში მოსამზადებელი, თუმცა რთული არ არის და ნამდვილად ღირს რომ გასინჯოთ! მაშ ასე,

მასალად საჭიროა:

300 მლ ნაღები (33%-იანი)

100 მლ კარამელის სოუსი ნებისმიერი (მე გამოვიყენე «კარამელის ტოპინგი», იყიდება სუპერმარკეტებში)

500 გრ ახალი მარწყვი

100 გრ ნებისმიერი თხილეული (მოხალული. მე გამოვიყენე მიწის თხილი)

200 გრ «პეჩენია» (მე გამოვიყენე «იუბილეინოე») 🙂

2 ს/კ გამდნარი კარაქი

დამატებით:

გასახსნელი ფორმა 24 სმ დიამეტრის

მომზადების წესი:

პირველ რიგში, სამზარეულოს კომბაინში ფქვილივით დავფქვათ «პეჩენია», დავუმატოთ დამდნარი კარაქი, კარგად ამოვურიოთ, კოვზით აკურატულად ჩავტკეპნოთ გასახსნელი ფორმის ფსკერზე და შევდგათ მაცივარში 1 ან საყინულეში ნახევარი საათით. მოკლედ, ვიქცევით ზუსტად ისე, როგორც ჩიზქეიქის შემთხვევაში.

მარწყვი კარგად გავრეცხოთ, მოვაშოროთ ყუნწები და  5 წუთით ქაღალდის ხელსახოცზე დავაწყოთ წყლის წვეთებისგან დასაწრეტად. შემდეგ მაცივრიდან გამოვიღოთ ბისკვიტი, შუაგულში მარწყვი დავაწყოთ და ისევ მაცივარში შევდგათ.

001

სუფთა, მშრალ მომინანქრებულ ჭურჭელში მიქსერით კარგად ავთქვიფოთ ნაღები, ფაფუკი მასის მიღებამდე. შევურიოთ კარამელის სოუსი და კიდევ ცოტა ხანს ვთქვიფოთ. უნდა მივიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის მასა. მაცივრიდან გამოვიღოთ მარწყვიანი ბისკვიტი და ფრთხილად ჩავასხათ ნაღების მასა ცენტრში, ისე რომ მარწყვები არ გავფანტოთ.

0203

გახსოვდეთ: ეს არ არის ჩიზქეიქი. კარამელიანი ნაღების მასა ფორმას ვერ გაავსებს და არც არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ მოვასხათ.

04

სულ ეს არის. მზა დესერტი რამდენიმე საათით შევდგათ საყინულეში. 3-4 საათის შემდეგ (თუ ამდენ ხანს მოითმენთ) 🙂 გამოიღეთ, მოაყარეთ მოხალული თხილი, დაჭერით და მიირთვით უშაქრო მაგარ ყავასთან ერთად. შეგიძლიათ წვრილად მოასხათ შოკოლადის მინანქარიც, თუმცა ჩემი აზრით მეტი ნამდვილად არაფერი სჭირდება. კარამელი ძალიან პიკანტური გემოთი და არომატით გამოირჩევა და იდეალურად ერწყმის უშაქრო მარწყვის სიმჟავეს.

2

გაასინჯეთ მეუღლეს და ის აუცილებლად დაგიკოცნით ხელებს 😉 მერწმუნეთ 😉

05

გემრიელად მიირთვით 🙂

არაფრის ნამცხვარი :)

banana1

ეს უგემრიელესი ნამცხვარი მართლაც სულ რამდენიმე ინგრედიენტისგან მზადდება და ამასთან არც ფქვილი, არც კარაქი, არც არაჟანი და არც შაქარი არ სჭირდება. 🙂 გამოდის დაბალკალორიულიც ყოფილა 😉 რეცეპტი ჩემი არ არის, ერთ-ერთ რუსულ საიტზე წავაწყდი და რეცეპტიც და მისი სათაურიც ჩემებურად გადავაკეთე 🙂 (ორიგინალში ბანანის პუდინგი ქვია). როგორც წესი, ბანანს ნამცხვრებში არ ვხმარობ, ძალიან მოწყენილი მეჩვენება 🙂 ფერითაც და გემოთიც, თუმცა ამ რეცეპტის სიმარტივით დავინტერესდი, მით უმეტეს, რომ სახლში ყველა ეს ინგრედიენტი მქონდა და ხელებიც მექავებოდა 🙂 «რატომაც არას» პრინციპით გადავწყვიტე მეცადა 🙂 შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ. იდეალურია მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვარს, გასუქების ეშინია და თანაც ცოტა დრო აქვს 😉 მაშ ასე,

მასალად საჭიროა:

4 ცალი ბანანი

1 ჭიქა რძე

2 კვერცხი

ნახევარი ჭიქა მანი

100 გრ შოკოლადის წვეთები ან ნებისმიერი შოკოლადის წვრილად დამტვრეული ფილა 🙂

banana

მომზადება:

პირდაპი საცხობ ფორმაში რგოლებად ჩავჭრათ ოთხივე ბანანი და მოვაყაროთ დამტვრეული შოკოლადი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და რძე დავუმატოთ მანი და ჩავასხათ ფორმაში ბანანთან და შოკოლადთან. მასა საკმაოდ თხელი გამოვა და არ შეგეშინდეთ, ასეც უნდა იყოს. მანი ცხობისას რძით გაფუვდება 🙂 შევდგათ ღუმელში საშუალო სიმხურვალეზე და დაველოდოთ გამოცხობას. ზემოდან რომ მოიბრაწებასავით — მზად არის 🙂

ორიგინალ რეცეპტში შოკოლადი არ არის. ჩემი იდეა იყო და ძალიანაც მოუხდა 🙂 მე მოხალული თხილიც კი დავამატე. შეგიძლიათ თქვენც წაუექსპერიმენტოთ და ქიშმიში, ცუკატები ან ნებისმიერი რამე დაუმატოთ თქვენი გემოვნებით.

პ.ს. კიდევ ერთი ნიუანსი, რომელმაც რომლის არგაუთვალისწინებლობამ შეიძლება წყალში ჩაგიყაროთ ნახელავი 🙂 საცხობი ფორმა უნდა იყოს პატარა, ანუ დაჭრილმა ბანანმა უნდა გაავსოს ფორმა! რძიანი მასა, როგორც უკვე აღვნიშნე, წყალივითაა და მას ის სივრცეც ეყოფა, რაც ბანანის ნაჭრებს შორის დარჩა! ნამცხვარი არ ფუვდება! (ყველა კი არ გასწავლით ამ ეშმაკობებს) 😀 😀 😀

მზა ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან და ფორმაშივე გააციეთ.

სულ ეს იყო 🙂

დაჭერით და გემრიელად მიირთვით.

ტრიუფელი «ნაომის მკერდი» :)

zuzu

ეს სასაცილო სახელი მე მოვუგონე 🙂 სინამდვილეში ჩვეულებრივი (თუმცა უგემრიელესი) ტრიუფელის ძველი რეცეპტია დედას რეცეპტების რვეულიდან, რომლის გემოც ალბათ ბევრს გვახსოვს ბავშვობიდან 😉 რეცეპტი ასე იწყებოდა: «ავიღოთ 400 გრ სიმილაკი»… 🙂 (ანუ დედის რძის შემცვლელი იმდროინდელი საშუალება). ვინაიდან წარმოდგენაც კი არ მაქვს ჩვენი დროის ხელოვნურ საკვებზე, მთელი ჩემი წვრილშვილიანი სანაცნობო შევაწრიალე საუკეთესოს ძებნაში და ხმათა უმრავლესობით, თამამად გადავწყვიტე რეცეპტში ნახსენები მშრალი რძე «ნუტრილაკი»-თ ჩამენაცვლებინა. ჩემმა ექსპერიმენტმა ამჯერადაც გაამართლა 🙂 გთავაზობთ ძველი რეცეპტის განახლებულ და ნაცად ვერსიას. მაშ ასე,

მასალად საჭიროა:

  • 400 გრ ნუტრილაკი — მე გამოვიყენე პრემიუმ 3 (ანუ 12 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის)
  • 150 გრ კაკაო
  • 1 ქაღალდის შეკვრა ვანილი
  • 100 გრ შაქარი
  • 100 მლ წყალი (ანუ დაახლოებით ნახევარი ჭიქა)
  • 100 გრ კარაქი (მე გამოვიყენე «ვალიო»)
  • 300 გრ მოხალული ნიგოზი, ნუში ან თხილი (მე გამოვიყენე ნიგოზი)

მომზადების წესი:

როგორც ყოველთვის, უმარტივესია! მომინანქრებულ ჭურჭელში ჩავუშვათ წყალი და შაქარი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი (5-6), შემდეგ დავუმატოთ კარაქი და მოვურიოთ, რომ ბოლომდე გადნეს. გადმოვდგათ.

ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ «ნუტრილაკი» და კაკაო (აღნიშნული დოზიდან დაახლოებით 2 სუფრის კოვზი კაკაო დავიტოვოთ გასაფორმებლად).

nutrilakshi

მიღებულ ფხვნილი კი ცხელ სიროფში ჩავყაროთ და ამოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს ჩავყაროთ წვრილად (ან მსხვილად) დაკეპილი მოხალული ნიგოზი და მიღებული მასა 1 საათით შევდგათ მაცივარში.

nigozshi

მანამდე შეგვიძლია სადილი მოვამზადოთ — თუ ოჯახის წევრებს ველოდებით, მაკიაჟი გავიკეთოთ — თუ წასასვლელად ვემზადებით ან ფეისბუქზე ნიუს ფიდს გადავავლოთ თვალი (საათების წამებად გადაქცევის საუკეთესო საშუალებაა) — თუ საქმე საერთოდ არ გვაქვს 😀

მოკლედ, 1 საათის შემდეგ მაცივრიდან გამოვიღოთ ჩვენი უგემრიელესი დესერტი და მივიყვანოთ სრულყოფილებამდე 🙂 ანუ ჩაის კოვზით ამოვიღოთ სასურველი ზომის მასა და ხელთათმანიანი (ან ძააალიან სუფთა) ხელით მივცეთ სასურველი (ორიგინალში კონუსის) ფორმა, ამოვავლოთ დარჩენილ კაკაოში და გადავიტანოთ თეფშზე 🙂

kakaoshi

უგემრიელესი დესერტი მზადაა!!! ამ რაოდენობის მასალით გამოდის დაახლოებით 60 ცალი კვერცხის გულისოდენა ტრიუფელი. ზუსტი რაოდენობა იმიტომ არ ვიცი, რომ სანამ მე ტრიუფელების ძერწვით ვიყავი გართული, «მოსახმარებლად» მოსულმა ჩემმა შვილმა ცხენი «გამოაქანდაკა» და მაშინვე გადასანსლა 🙂

troas cxeniეს სალოს ნახელავია,

zuzuეს კი ჩემი 🙂

სახელი რომ შესაფერისი დავარქვი, ალბათ დამეთანხმებით 😀 😀 😀

p.s. ნუ მოგერიდებათ ან დაგეზარებათ ექსპერიმენტების ჩატარება! მთლიანი ნუშის ან თხილის გულის ჩადება შუაშიც შეგიძლიათ 😉 ან თუნდაც გატარებულ ნიგოზში ამოავლეთ კაკაოს ნაცვლად! ასევე შეგიძლიათ გამზადებულ ტრიუფელს შოკოლადის მინანქარი მოასხათ და ნაყინთან ერთად მიართვათ საყვარელ ადამიანს 🙂 მოკლედ, ფანტაზიას ნუ დაიშურებთ, აუცილებლად მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!

არ დაგავიწყდეთ მომწეროთ, როგორი გამოგივათ 😉